ზამთრის გრანდიოზული გათამაშებები

გემბლინგი გართობის ერთ-ერთი ფორმაა, სადაც სრულწლოვანი ადამიანები თავისი ნება-სურვილით ერთვებიან და გარდა იმისა, რომ თამაშის სურვილს იკლავენ, კარგი საშუალებაა გამოსცადო საკუთარი ინტუიცია და იღბალი.

დღესდღეობით გემბლინგი საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ბიზნესია და ამ ეტაპზე ჩვენი ქვეყნის მასშტაბით ექვსი მსხვილი კომპანია ფუნქციონირებს, რომელიც ტოტალიზატორსა და ონლაინ კაზინოებს აერთიანებს და აქ ჩართულ ადამიანებს უამრავ საჩუქარს სთავაზობს. ეს კომპანიებია: ევროპაბეთი, კრისტალბეთი, კროკობეთი, ბეთლაივი, აჭარაბეთი და ლიდერბეთი.

შეგვიძლია ჩამოვთვალოთ ის სოლიდური პრიზები, რომლებსაც კომპანიები ამ ეტაპზე გვთავაზობენ და თითქმის ყოველდღეა შანსი, რომ საკუთარი ქონება ავტომობილით, ბინით ან ფულადი პრიზით გაამდიდრო. ანდაც, მოიგო მოგზაურობა ეგზოტიკურ ქვეყნებში, წახვიდე და დაისვენო.

აქვე გეტყვით, რომ ამ ეტაპზე სოლიდური გათამაშებები არ აქვთ ევროპაბეთსა და ბეთლაივს, თუმცა ისინი თავის მომხმარებელს სხვადასხვა სახის საჩუქრებს მაინც სთავაზობენ. მაგალითად, ისეთი როგორიცაა ფრისპინები, უფასო ბილეთები, ქეშბექი და ა.შ.

კომპანია კრისტალბეთმა 30 იანვარს გრანდიოზული გათამაშება დაიწყო, რომლის მიხედვითაც, მომხმარებელს აძლევს შანსს, რომ 25 დღის განმავლობაში მოიგოს ავტომობილი Range Rover Evoque. გათამაშება ყოველდღიურია, რომელიც 18:40 საათზე იწყება მისი ხილვა ტელეკომპანია იმედის პირდაპირ ეთერში, ასევე კრისტალბეთის ვებ-გვერდსა და Facebook-ის გვერდზეა შესაძლებელი.

ასევე, კრისტალბეთი კიდევ ერთ გათამაშებას გვთავაზობს – „სუპერ ბორბალი“, რომლის საპრიზო ფონდიც ორ მილიონ ლარს შეადგენს. გათამაშების ფარგლებში გეძლევათ საშუალება, რომ ყოველდღიურად სხვადასხვა ფულად პრიზებთან ერთად მოიგოთ ფრისპინები, iPhone 13, ორკაციანი საგზურის და ფინალური გათამაშების ბილეთები.

ფინალური გათამაშება კი 28 თებერვალს ტელეკომპანია იმედის ეთერში, კრისტალბეთის ვებ და Facebook გვერდების ეთერში 18:30 საათზე დაიწყება, სადაც მთავრი პრიზები იქნება BMW i8 Coupe, ბინა თბილისსა (ვაკეში) და ბინა ბათუმში.

შესანიშნავი აქცია აქვს კომპანია კროკობეთს, რომლის საპრიზო ფონდიც ერთ მილიონ ლარს შეადგენს. ასევე თამაშდება 26 ბინა ბათუმში, ხუთი Range Rover Evoque და ფერარი F430.

ყოველდღიური გათამაშება, რომლის საპრიზო ფონდი ჯამურად 787 500 ლარს შეადგენს, იმართება ყოველდღე 27 თებერვლის ჩათვლით, 15:30 საათზე რუსთავი 2-ის, ფორმულას, TV პირველის, სილქ სპორტ 1-ის, სილქ უნივერსალისა და ასევე, კროკობეთის ოფიციალურ Facebook გვერდზე.

ყოველკვირეულ გათამაშებაში (30 იანვარი, 6 თებერვალი, 13 თებერვალი, 20 თებერვალი, 27 თებერვალი) ჯამური საპრიზო ფონდი 150 ათასი ლარი და Range Rover-ია, რომელიც კვირაში ერთხელ 23:00 საათზე გაიმართება და მისი ხილვა შესაძლებელია რუსთავი 2-ის, TV პირველის, სილქ სპორტ 1-ის, სილქ უნივერსალისა და კროკობეთის ოფიციალურ Facebook გვერდის მეშვეობით.

ყოველ ორშაბათს, ოთხშაბათსა და პარასკევს მომხმარებელს საშუალება აქვს მოიგოს ბინა ბათუმში. გათამაშება 11 მარტამდე გაგრძელდება და მისი ხილვა შესაძლებელი იქნება რუსთავი 2-ის, TV პირველის, მთავარი არხისა და კროკობეთის ოფიციალურ Facebook გვერდის მეშვეობით. გაითვალისწინეთ, რომ 2 მარტიდან გათამაშება პირდაპირ ეთერში გადმოიცემა მხოლოდ კროკობეთის ვებ-გვერდზე

რაც შეეხება ფინალურ გათამაშებას, სადაც ოთხი მთავარი პრიზი: 15 ათასი ლარი, 20 ათასი ლარი, 25 ათასი ლარი და ფერარი F430 გათამაშდება, 27 თებერვალს რუსთავი 2-ის, ფორმულას, TV პირველის, სილქ სპორტ 1-ის, სილქ უნივერსალისა და კროკობეთის ოფიციალურ Facebook-ის გვერდის პირდაპირ ეთერში 23:00 საათზე დაიწყება.

„დიდი მოგების მოედანი“ აჭარაბეთის 40-დღიანი გათამაშება გახლავთ, სადაც კომპანია 120 პრიზს ათამაშებს და ყოველდღიურად სამ გამარჯვებულს ავლენს.

10-ლარიანი დეპოზიტის გაკეთების შემთხვევაში გადმოგეცემათ გათამაშების ბილეთი და გეძლევათ საშუალება, რომ მოიგოთ ვილა კაჭრეთში, 2022 წლის 2.0 ჰიბრიდული ძრავის მქონე მაზერატი Ghibli, 2022 წლის პორშე Boxter 718, ათი Volkswagen ID4, ხუთი ბინა თბილისში (ბაგებში), ორი 2-კაციანი საგზური მალდივებზე 5-ვარსკვლავიან სასტუმროში, ათი მოპედი – New N Series NQI, 50 iPhone 13, ხუთი 1000-ლარიანი ხელფასი ერთი წლის განმავლობაში და 25 ფულადი პრიზი 5 და 10 ათასი ლარის ოდენობით.

„დიდი გაელვება“ ლიდერბეთზე საშუალებას გაძლევთ, რომ 30 იანვრიდან, ყოველ მესამე დღეს 27 თებერვლის ჩათვლით მოიგოთ ფულადი პრიზები და ავტომობილი.

თითოეული გათმაშების ფარგლებში თამაშდება 10, 15, 20 და 25 ათასი ლარი. ასევე, სრულიად ელექტრო მაზდა MX-30. გამარჯვებულები კი TV პირველის პირდაპირ ეთერში 19:00 საათიდან გამოვლინდებიან.

Sending
User Review
0 (0 votes)

0 0 votes
შეაფასე სტატია
Subscribe
Notify of
guest
0 კომენტარი
Inline Feedbacks
View all comments