ყველაზე დიდი მოგებები ბეთინგის ისტორიაში

სოციალურ ქსელებში ხშირად შეხვდებით პოსტებს, სადაც წარმოდგენილ ბილეთებში ასობით მოგებულ დოლარს ნახავთ, თუმცა ადრეულ წლებში ყოფილა შემთხვევები, რომ მცირე თანხით ასობით ათასი და მილიონებიც კი მოუგიათ.

სპორტზე ფსონების განთავსებასა და სპორტით დაკავებას შორის ბევრი საერთო არსებობს. რა თქმა უნდა, იღბალი ძალიან მნიშვნელოვანია, თუმცა საბოლოო ჯამში საჭიროა უნარი და ცოდნა, რომ მუდმივად მოიგოთ.

სპორტული ფსონების სამყაროსაც ჰყავს თავისი ვარსკვლავები. ზოგიერთს ძალიან გაუმართლა, მაგრამ უმეტესობამ წარმატებას ფრთხილი ანალიზისა და რისკის სათანადოდ შეფასების გზით მიაღწია.

  1. ბეთინგის ისტორიაში ყველაზე დიდი მოგება 2011 წელს, გაერთიანებულ სამეფოში დაფიქსირდა. დევონელმა ინჟინერ-სანტექნიკოსმა, სტივ უაიტლიმ დიდ ბრიტანეთსა და ირლანდიაში გამართულ დოღებზე ექვს გამარჯვებულ ცხენზე: Semicolon (2/1), Black Phantom (12/1), Ammunition (16/1), Mr Bennett (16/1), Lundy Sky (5/1) და Lupita (12/1) ორი ფუნტი სტერლინგი განათავსა და 1,45 მილიონი ფუნტი მოიგო..
  2. 60 წლის იორკშირელი გამყიდველი, ფრედ კრეგსი ისე გამდიდრდა, რომ წარმოდგენაც არ ჰქონდა. კრეგსმა მსოფლიოს მასშტაბით გასამართ დოღებზე William Hill-ში რვა გადაბმა განახორციელა და მოკრძალებული 50 პენსი განათავსა. ფრედს წარმოდგენაც არ ჰქონდა, რომ 1 მილიონი ფუნტი მოიგო, სანამ იგივე საბუკმეკერო კანტორას მორიგი ფსონის განსათავსებლად არ ესტუმრა.
  3. 2016 წლის მარტში ანონიმურმა მოთამაშემ ლას ვეგასიდან, 5 დოლარით 305 ათასი აშშ დოლარის მოგება შეძლო. მან ფსონები შაბათ-კვირას გასამართ საკალათბურთო მატჩებზე გააკეთა – კოლეჯის გუნდების შეხვედრებს NBA-დან დეტროიტ პისტონსისა და გოლდენ სტეიტ უორიორსის მოგებები მიატა და კიდევ ორშაბათს კანზას სიტის გამარჯვება სჭირდებოდა. ყველაფერი კი მის სასარგებლოდ დასრულდა სოლიდური თანხაც მოიგო.
  4. 2011 წლის ნოემბერი ბრიტანული საბუკმეკერო კანტორებისთვის შავ ლაქად სამუდამოდ დარჩება. ამ თვის ერთ-ერთი უიქენდის ფარგლებში თითქმის ყველა ლიდერმა შეძლო თავისი შეხვედრის მოგება და ბუკმეკერებს სოლიდური თანხების გაცემა მოუხდათ. ყველაზე მეტად კი William Hill-მა იზარალა, როდესაც მალტის ერთ-ერთ სოფელში მცხოვრებს 585 ათასი ფუნტი გადაუხადა. მალტელმა 19 მატჩი გადააბა, სულ რაღაც 80 პენსი განათავსა და გლენ ჯონსონს სამუდამოდ უნდა უმადლოდეს, რომელმაც მატჩის დასრულებამდე სამი წუთით ადრე ჩელსის გამარჯვების გოლი გაუტანა და ლივერპულს მოაგებინა.
  5. 2011 წელს, ბეისბოლის გულშემატკივარმა, რომელიც სენტ ლუის კარდინალსს გულშემატკივრობდა ფსონი საყვარელი გუნდის სასარგებლოდ გააკეთა. ანონიმურმა მოთამაშემ 250 აშშ დოლარი განათავსა, რომ „კარდინალსი“ მსოფლიო სერიის მატჩებში მიიღებდა მონაწილეობას. მოგვიანებით კი კიდევ 125 აშშ დოლარი დადო იმაზე, რომ მისი საყვარელი გუნდი მსოფლიო სერიას მოიგებდა. სენტ ლუისის წარმატებას არავინ ფიქრობდა, თუმცა სეზონის განმავობაში გუნდმა სტაბილურად გამარჯვებები დაიწყო და სერია ტრიუმფით დაასრულა – გლშემატკივარს კი 375 ათასი აშშ დოლარი მოაგებინა.
  6. 1996 წლის 28 სექტემბერი ინგლისში, ასკოტის იპოდრომზე სამუდამოდ ემახსოვრებათ. იმ დღეს დოღებში პოპულარული ჟოკეი, ფრენკი დეტორი მონაწილეობდა, რომელიც აშკარა ფავორიტად ითვლებოდა, თუმცა თავადაც ვერ წარმოიდგენდა, რომ ყველა რბოლას მოიგებდა და ისიც კი თქვა, რომ ბედნიერი იქნებოდა თუ ორში მაინც შეძლებდა გამარჯვებას. მაგრამ ასე არ ფიქრობდა მოკრძალებული ბიზნესმენი, დარენ იეიტსი, რომელმაც დეტორის ყველა რბოლაში გამარჯვებაზე 67.58 ფუნტი განათავსა.დოღების დაწყებამდე დეტორიმ ამხანაგებთან ერთად ფეხბურთის თამაში გადაწყვიტა და 0-4 დამარცხდა. დარენმა კი ჩათვალა, რომ ეს მისი დღე არ იყო, მაგრამ როდესაც საბოლოო შედეგებს გადახედა, აღმოაჩინა, რომ დეტორის შვიდივე დოღი მოეგო და იეიტსმა 550 823 ფუნტი მოიგო.
  7. მიკ გიბსი სტაფორდშირელი, პროფესიით სახურავების შემკეთებელი გახლავთ, თუმცა საკუთარი ხელობის ცოდის გარდა, ის კოეფიციენტების გამოცნობაშიც საკმაოდ იღბლიანი გახლავთ. 1999 წელს მიკმა ევროპის მასშტაბით გასამართი ცხრა მატჩი შეარჩია და 2,5 ფუნტი განათავსა, რამაც მას მოგების სახით 157 ათასი ფუნდი მოუტანა. თუმცა, ეს არაფერია იმ მოგებასთან შედარებით, რომელიც მან 2001 წელს მოიგო. გიბსმა 15 საფეხბურთო მატჩზე, რომლის კოეფიციენტების ნამრავლმაც ჯამში 1 666 666 შეადგინა, 30 პენსი დადო. 14 შეხვედრა ისე დასრულდა, როგორც სახურავების შემკეთებელი ელოდა და ყველაფერი დამოკიდებული ჩემპიონთა ლიგის მატჩზე იყო, სადაც ერთმანეთს მიუნხენის ბაიერნი და ვალენსია ეთამაშებოდნენ და გიბსს გერმანული კლუბის გამარჯვება ესაჭიროებოდა. შეხვედრის ფრედ დასრულების შემდგომ პენალტების სერიაში ბოლო დარტყმას ვალენიელთა მცველი, მაურისიო პელეგრინო ასრულებდა, რომლის დარტყმაც მიუნხენელთა მეკარემ მოიგერია და მიკ გიბსი 500 ათასი ფუნტით გამდიდრდა.
  8. დოღზე ფსონის განთავსება ბრიტანეთის საგრაფოს, ლესტერშირელი ანონიმური მოთამაშისთვის, რომელმაც 19 ფუნტით 823 ათასი მოიგო. ეს კი დღემდე რჩება ყველაზე დიდ მოგებად, რომელიც საბუკმეკერო კანტორამ, Coral-მა გასცა.
  9. 26 წლის ტაილა პოლიამ ფსონი NFL-ის 15 მატჩზე განათავსა, რომელიც ასევე მოიცავდა ფსონებს Vikings -5, Falcons +3, Texans +1, Chiefs -8, Redskins +1, Patriots -14, Cardinals -4, Giants +5, Seahawks -14, Packers -3, Chargers -2, Steelers -6, Steelers/ Broncos > 45, Bengals -4 და Lions +3. შესაძლოა, ეს არ გახლავთ ყველაზე დიდი მოგება ბეთინგის ისტორიაში, მაგრამ ფსონების შერჩევის პრინციპით თუ ვიმსჯელებთ, ერთ-ერთი დიდი წარმატება ნამდვილად არის.ბილი უოლტერსი პოკერის პროფესიონალი მოთამაშე გახლდათ, სანამ თავის უნარებს ფსონების განთავსებაში გამოიყენებდა. თითქმის 4 ათწლეულის განმავლობაში ბილიმ ფსონებზე იმაზე მეტი განათავსა, ვიდრე ვინმე სხვამ ისტორიის განმავლობაში, რამაც მას ასობით მილიონი აშშ დოლარის მოგება მოუტანა. ის ცოცხალი მტკიცებულებაა იმისა, რომ სპორტზე ფსონების განთავსება ნამდვილი ოსტატობაა.
    უოლტერსი განმარტავს, რომ ისევე, როგორც პოკერში, გამარჯვებულმა მოთამაშეებმა უნდა მოახდინონ ინფორმაციის ანალიზი და შემდეგ გათვალონ რისკი და პოტენციური მოგება.
    CBS News-თან ინტერვიუში კი ბილიმ თავის ერთ-ერთ ყველაზე დიდ მოგებაზეც ისაუბრა, როდესაც 2010 წლის Super Bowl-ის მატჩში ერთმანეთს ნიუ ორლეანს სეინტსი და ინდიანაპოლის კოლტსი ეთამაშებოდნენ. როგორც უოლტერსი ამბობს, მან მთელი თავისი ინფორმაციის გაანალიზების შემდეგ დაასკვნა, რომ გამარჯვება ახალი ორლეანის გუნდს დარჩებოდა და მათ სასარგებლოდ საკმაოდ მსუყე ფსონი გააკეთა. ბილიმ აუტსაიდერების მოგებაზე 3,5 მილიონი დორლარი დადო. „სეინტსმა“ მას იმედები არ გაუცუა, მეტოქე 31-17 დაამარცხდა და არსებობის ისტორიაში „სუპერ ბოული“ პირველად მოიგო.

Sending
User Review
4 (1 vote)

0 0 votes
შეაფასე სტატია
Subscribe
Notify of
guest
0 კომენტარი
Inline Feedbacks
View all comments