ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალის კოეფიციენტები

15 თებერვალს, თითქმის ორთვიანი შესვენების შემდეგ, უეფას ჩემპიონთა ლიგის 2021/22 წლების სეზონი პლეი ოფით განახლდება და ევროპის უძლიერესი 16 კლუბი ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურნირის მოსაგებად ბრძოლას გააგრძელებს.

მერვედფინალური ეტაპის პირველი რაუნდის პირველი ეტაპი ოთხ დღეზეა გადანაწილებული და თითოეულ სათამაშო დღეს გულშემატკივარს ორი მატჩის ხილვის საშუალება ექნება.

პირველი წრის შეხვედრები 15-16 და 22-23 თებერვალს გაიმართება.

აღსანიშნავია, რომ მიმდინარე სეზონიდან ევროთასების ორმატჩიან დაპირისპირებებში აღარ იმოქმედებს სტუმრად გატანილი გოლის უპირატესობის წესი, რამაც მატჩები კიდევ უფრო საინტერესო უნდა გახადოს და იმედია, უხვგოლიან შეხვედრებს უფრო ხშირად ვიხილავთ.

15 თებერვალი

პარი სენ-ჟერმენი VS მადრიდის რეალი

1/8-ფინალური ეტაპის პირველი წრის ერთ-ერთი ცენტრალური დაპირისპირება პარიზის „პარკ დე პრენსზე“ გაიმართება, სადაც პსჟ ჩემპიონთა ლიგის ყველაზე ტიტულოვან კლუბს, 13-გზის გამარჯვებულს, მადრიდის რეალს უმასპინძლებს.

ოფიციალურ დონეზე ამ გუნდების დაპირისპირება არაერთხელ გამართულა. სულ ისინი ერთმანეთს 8-ჯერ შეხვდნენ, საიდანაც ფრანგულმა კლუბმა მეტოქის დამარცხება მხოლოდ ორჯერ შეძლო, ორი შეხვედრა ფრედ დასრულდა, დანარჩენ ოთხში კი მადრიდელებმა იმარჯვეს.

ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში პსჟ და რეალი ერთმანეთს 2017/18 წლების სეზონში შეხვდნენ და მაშინ, ორი მატჩის ჯამში „სამეფო კლუბმა“ გაიმარჯვა. მეტიც, ესპანელებმა მეტოქეს ორივე მატჩი მოუგეს საერთო ანგარიშით, 5-2 სძლიეს (შინ 3-1, სტუმრად 2-1).

საინტერესოა, რომ რამდენიმე დღის წინ ორივე გუნდი საკუთარი ქვეყნის სათასო გათამაშებიდან გამოვარდა. მადრიდის რეალი ბილბაოს ატლეტიკმა ¼-ფინალიდან გამოთიშა. ხოლო, პარიზელები საფრანგეთის თასის 1/8-ფინალში ნიცასთან პენალტების სერიაში დამარცხდნენ.

ბოლო პერიოდში გუნდები საკმაოდ არასტაბილურად გამოიყურებიან, რაც მათ სათასო გამოსვლებშიც კარგად გამოჩნდა, თუმცა ჩემპიონთა ლიგა არც ესპანეთის სამეფო თასია და არც საფრანგეთის თასი. ამიტომ, გუნდები მაქსიმალურად მობილიზებულები იქნებან, რომ ტურნირს ნაადრევ ეტაპზე არ გამოეთიშნონ.

ფავორიტი ამ შეხვედრაში მასპინძელი გუნდი იქნება, ამიტომ პსჟ უნდა ეცადოს, რომ მესის, მბაპესა და ტრავმის შემდეგ დაბრუნებული ნეიმარის პოტენციალი მაქსიმალურად გამოიყენოს და საშინაო არენაზე წარმატებას მიაღწიოს. წინააღმდეგ შემთხვევაში პარიზელებს მომდევნო ეტაპზე გასვლა ძალიან გაუჭირდებათ.

სავარაუდო პროგნოზი: პსჟ მოიგებს

კოეფიციენტები:

ევროპაბეთი: 1-1.95; X-3.40; 2-3.25

კრისტალბეთი: 1-1.95; X-3.40; 2-3.25

კროკობეთი: 1-1.95; X-3.40; 2-3.25

ბეთლაივი: 1-1.95; X-3.40; 2-3.25

ლიდერბეთი: 1-1.95; X-3.40; 2-3.25

აჭარაბეთი: 1-1.95; X-3.50; 2-3.25

სპორტინგი VS მანჩესტერ სიტი

პირველი სათამაშო დღის მეორე შეხვედრა ლისაბონში გაიმართება. ადგილობრივი სპორტინგი ტურნირის ერთ-ერთ მთავარ ფავორიტს და გასული სეზონის ფინალისტს, მანჩესტერ სიტის უმასპინძლებს.

ოფიციალურ დონეზე ეს გუნდები ერთმანეთს მხოლოდ ორჯერ, ევროპა ლიგის 2011/12 წლების სეზონის პლეი ოფში, 1/8-ფინალში შეხვდნენ და მაშინ ორი მატჩის ჯამში გამარჯვებული სპორტინგი გამოვიდა. პორტუგალიელებმა შინ მინიმალური ანგარიშით, 1-0 იმარჯვეს, მანჩესტერში კი შეხვედრა 2-3 დათმეს, თუმცა სტუმრად გატანილი გოლის უპირატესობამ სპორტინგს შემდეგ ეტაპზე თამაშის უფლება მოუტანა. ამჯერად კი ეს წესი აღარ იმოქმედებს.

ამ შეხვედრაში ფავორიტი რა თქმა უნდა მანჩესტერ სიტია. ამასთან, პეპ გუარდიოლას გუნდი შესანიშნავ ფორმაშიც გახლავს და მიუხედავად იმისა, რომ პირველი მატჩის სტუმრად ჩატარება უწევს, წესით გამარჯვების მოპოვება არ უნდა გაუჭირდეს.

კოეფიციენტები:

კროკობეთი: 1-8.00; X-5.00; 2-1.28

კრისტალბეთი: 1-8.05; X-4.95; 2-1.28

აჭარაბეთი: 1-8.50; X-4.85; 2-1.25

ბეთლაივი: 1-8.00; X-5.00; 2-1.24

ლიდერბეთი: 1-8.00; X-5.00; 2-1.28

ევროპაბეთი: 1-8.05; X-4.95; 2-1.25

16 თებერვალი

ინტრი VS ლივერპული

დღის ცენტრალური მატჩი მილანში, „სან სიროზე“ გაიმართება, სადაც ინტერი ლივერპულს მიიღებს. ამ წყვილში ბუკმეკერები ფავორიტად ინგლისურ კლუბს მიიჩნევენ, თუმცა „ნერაძურის“ ჩამოწერა ნამდვილად არ შეიძლება, მითუმეტეს როდესაც ისინი საკუთარ კედლებში თამაშობენ.

ინტერი და ლივერპული ერთმანეთს 2008 წელს, ამავე ტურნირის ამავე ეტაპზე შეხვდნენ. იტალიაში გამართული შეხვედრა ლივერპულმა 1-0 მოიგო. ინგლისელებმა მეტოქეს შანსი არც საპასუხო მატჩში დაუტოვეს და ორი უპასუხო გოლი გაუტანეს.

ინტერს კარგი შანსი აქვს, რომ რევანში აიღოს, ამიტომ ვფიქრობთ, რომ იტალიელები საშინაო შეხვედრას მინიმუმ არ წააგებენ.

კოეფიციენტები:

კროკობეთი: 1-3,15; X-3,30; 2-2.05; 1X-1.55

კრისტალბეთი: 1-3.15; X-3.30; 2-2.05; 1X-1.55

აჭარაბეთი: 1-3.15; X-3.25; 2-2.05; 1X-1.6

ბეთლაივი: 1-3.15; X-3.30; 2-2.05; 1X-1.61

ლიდერბეთი: 1-3.15; X-3.30; 2-2.05; 1X-1.57

ევროპაბეთი: 1-3.15; X-3.30; 2-2.05; 1X-1.55

ზალცბურგი VS მიუნხენის ბაიერნი

ტურნირის მთავარი ფავორიტი ალბათ მიუნხენის ბაიერნია. „რეკორდმაისტერი“ ჯგუფური ეტაპი ერთი ამოსუნთქვით განვლო, ქულათა მაქსიმუმი აიღო და პლეი ოფში პირველი ადგილით გავიდა. ამასთან, გერმანელებმა მეტოქეთა კარში 22 გოლი გაიტანეს და თავად მხოლოდ სამი გაუშვეს.

ბაიერნი ზალცბურგს დაახლოებით ორი წლის წინ, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე შეხვდა და ორივე შეხვედრაში მეტოქეს მარტივად გაუმკლავდა. განსაკუთრებით კი ავსტრიულ მატჩში, რომელიც მიუნხენელებმა მეტოქე მისსავე მოედანზე 6-2 დაამარცხეს. ხოლო, შინ 3-1 იმარჯვეს. ბაიერნის რედ ბულის გუნდის ბარიერის დაძლევა წესით არ უნდა გაუჭირდეს და დიდი ალბათობით, ძირითადად ახალგაზრდა ფეხბურთელებით დაკომპლექტებულ, გამოუცდელ გუნდს ორივე მატჩს მოუგებს.

კოეფიციენტები:

ლიდერბეთი: 1-7.60; X-5.20; 2-1.27

კროკობეთი: 1-7.60; X-5.20; 2-1.27

ევროპაბეთი: 1-7.60; X-5.20; 2-1.25

კრისტალბეთი: 1-7.60; X-5.20; 2-1.27

აჭარაბეთი: 1-7.80; X-4.95; 2-1.30

ბეთლაივი: 1-7.60; X-5.20; 2-1.27

22 თებერვალი

ჩელსი VS ლილი

ჩემპიონთა ლიგის მოქმედი გამარჯვებულის გეგმებში ტურნირის ადრეულ ეტაპზე გამოთიშვა ნამდვილად არ შედის. უფრო მეტიც, ლონდონური კლუბი მაქსიმალურად ეცდება, რომ ტიტული დაიცვას და თუ გავითვალისწინებთ იმ გარემოებას, რომ „არისტოკრატები“ წელსაც შესანიშნავ ფორმაში არიან, ლილის ბარიერი მარტივად უნდა გაიარონ.

ჩელსი და ლილი ერთმანეთს ორჯერ შეხვდნენ, 2019/20 წლების სეზონში, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე და ინგლისელებმა მეტოქეს ორივე მატჩი ერთნაირი ანგარიშით, 2-1 მოუგეს.

2022 წელს ლილიმ ხუთი შეხვედრა ჩაატარა და აქედან გამარჯვება მხოლოდ ერთხელ მოიპოვა, ერთხელ ფრედ ითამაშა და სამჯერ დამარცხდა. რამდენიმე დღის წინ კი ლიგა 1-ში ლილი საკუთარ კედლებში პსჟ-სთან 1-5 განადგურდა. ეს ყველაფერი კი იმაზე მეტყველებს, რომ ფრანგული კლუბი საუკეთესო ფორმაში ნამდვილად არ არის, რაც ჩელსის პირველ შეხვედრაში გამარჯვების შანსებს კიდევ უფრო ზრდის.

კოეფიციენტები:

ბეთლაივი: 1-1.32; X-4.60; 2-7.40

ლიდერბეთი: 1-1.32; X-4.60; 2-7.40

კროკობეთი: 1-1.32; X-4.60; 2-7.40

ევროპაბეთი: 1-1.30; X-4.65; 2-7.40

კრისტალბეთი: 1-1.32; X-4.65; 2-7.40

აჭარაბეთი: 1-1.30; X-4.70; 2-8.00

ვილიარეალი VS იუვენტუსი

ოფიციალურ დონეზე ვილიარეალისა და იუვენტუსის გზები ამ დრომდე არ გადაკვეთილა. ეს გუნდები ერთმანეთს მხოლოდ ერთხელ, 2009 წელს, ამხანაგურად დაუპირისპირდნენ და ის შეხვედრა, რომელიც არაფერს წყვეტდა, ესპანურმა კლუბმა 4-1 მოიგო.

მართალია, წყვილში ფავორიტი ტურინული კლუბია, თუმცა ევროპა ლიგის მოქმედი ჩემპიონი არაფერს დათმობს და მაქსიმალურად ეცდება, რომ იტალიელებს პრობლემები შეუქმნას და ამის საუკეთესო საშუალება შინ ჩასატარებელი თამაშია. ამიტომ, უნდა ვივარაუდოთ, რომ „ქვითელი წყალქვეშა გემი“ პლეი ოფის პირველ მატჩში მინიმუმ არ დამარცხდება.

კოეფიციენტები:

კროკობეთი: 1-2.60; X-3,00; 2-2.55; 1X-1.39

კრისტალბეთი: 1-2.60; X-3,00; 2-2.55; 1X-1.40

აჭარაბეთი: 1-2.60; X-2.95; 2-2.60; 1X-1.40

ბეთლაივი: 1-2.60; X-3,00; 2-2.55; 1X-1.39

ლიდერბეთი: 1-2.60; X-3,00; 2-2.55; 1X-1.39

ევროპაბეთი: 1-2.60; X-3,00; 2-2.55; 1X-1.40

23 თებერვალი

ბენფიკა VS აიაქსი

ამ გუნდებს შორის ფავორიტის დასახელება ძალიან რთული იქნება. ბენფიკასაც და აიაქსსაც თანაბარი შანსი აქვთ, რომ პლეი ოფის მომდევნო რაუნდში ითამაშონ. ამიტომ ვფიქრობთ, რომ მათი მთავარი პლუსი შინ თამაშია და საკუთარ მოედანზე რომელი გუნდიც უკედ ითამაშებს, ¼-ფინალშიც ის გავა, თუმცა ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ამ მატჩში სიურპრიზებიც არ უნდა გაგვიკვირდეს.

მიუხედავად იმისა, რომ ბენფიკა და აიაქსი ტრადიციული გუნდები არიან და ევროთასებზე ასპარეზობა მათთვის უცხო ხილი არ გახლავთ, მათი გზები არც ისე ხშირად გადაკვეთილა, რაზეც ის ფაქტისც მეტყველებს, რომ ისინი ერთმანეთს მხოლოდ ოთხჯერ შეხვედრიან.

პირველად ბენფიკა და აიაქსი ერთმანეთს შორეულ 1972 წელს, ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში დაუპირისპირდნენ. პირველი მატჩი ნიდერლანდებში მასპინძლეთა მინიმალური ანგარიშით გამარჯვებით, 1-0 დასრულდა. ხოლო, საპასუხო მატჩში გოლები არ გასულა. შესაბამისად, აიაქსი ფინალში გავიდა და ინტერის დამარცხებით ტიტული აღმართა.

მეორედ კი ეს გუნდები ერთმანეთს 2018 წელს, ისევ ჩემპიონთა ლიგაზე, თუმცა ამჯერად ჯგუფურ ეტაპზე შეხვდნენ. აიქსმა შინ ბენფიკას 1-0 მოუგო. პორტუგალიური მატჩი კი ფრედ, 1-1 დასრულდა.

როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ეს გუნდები უძლიერესის გამოვლენაში საკუთარი კლედლების ფაქტორს მაქსიმალურად გამოიყენებენ, ამიტომ ვფიქრობთ, რომ ბენფიკა პირველ მატჩს არ წააგებს.

კოეფიციენტები:

კროკობეთი: 1-3.40; X-3,25; 2-1.95; 1X-1.60

კრისტალბეთი: 1-3.40; X-3,25; 2-1.95; 1X-1.60

აჭარაბეთი: 1-3.30; X-3,30; 2-1.95; 1X-1.75

ბეთლაივი: 1-3.40; X-3,25; 2-1.95; 1X-1.66

ლიდერბეთი: 1-3.40; X-3,25; 2-1.95; 1X-1.61

ევროპაბეთი: 1-3.40; X-3,25; 2-1.95; 1X-1.60

ატლეტიკო VS მანჩესტერ იუნაიტედი

მადრიდის ატლეტიკო და მანჩესტერ იუნაიტედი ბოლო პერიოდში საკმაოდ არასტაბილურად გამოიყურებიან, განსაკუთრებით კი ესპანური კლუბის ფორმიდან ამოვარდნა უნდა აღვნიშნოთ. „როხიბლანკოს“ თამაშების მოგება ძალიან უჭირს და ხშირ შემთხვევაში შეხვედრები მათი მარცხით სრულდება.

საინტერესოა, რომ ეს გუნდები აქამდე ერთმანეთს არც ოფიციალურ და არც არაოფიციალურ მატჩებში არ შეხვედრიან.

ამ გუნდების დაპირისპირებაში კი გამოსარჩევი მანჩესტერ იუნაიტედის თავდამსხმელის, კრიშტიანუ რონალდუს ფაქტორია, რომელსაც ატლეტიკოს წინააღმდეგ არაერთხელ უთამაშია და დიეგო სიმეონეს გუნდის კარში გოლების გატანაც ძალიან უყვარს. ამიტომ, ვვარაუდობთ, რომ „წითელი ეშმაკები“ ამ მატჩს არ წააგებენ.

კოეფიციენტები:

კროკობეთი: 1-2.35; X-3,05; 2-2.80; X2-1.44

კრისტალბეთი: 1-2.35; X-3,05; 2-2.80; X2-1.45

აჭარაბეთი: 1-2.20; X-3,05; 2-2.95; X2-1.55

ბეთლაივი: 1-2.35; X-3,05; 2-2.80; X2-1.46

ლიდერბეთი: 1-2.35; X-3,05; 2-2.80; X2-1.44

ევროპაბეთი: 1-2.35; X-3,05; 2-2.80; X2-1.45

Sending
User Review
0 (0 votes)

0 0 votes
შეაფასე სტატია
Subscribe
Notify of
guest
0 კომენტარი
Inline Feedbacks
View all comments